ბისპინგი თვლის, რომ ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის გზას მიჰყვება
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას ინტერვიუმ წონის შეცვლის შესახებ მაიკლ ბისპინგის ყურადღება მიიპყრო. ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ ილია კონორ მაკგრეგორის გზას მიჰყვება. ინგლისელი ფიქრობს, რომ თოფურია ქვემსუბუქი წონის ქამარს აღარ დაიცავს და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
UFC-ის ქვემსუბუქ დივიზიონში დაუმარცხებელია. ყველა დაანოკაუტა. მის წინააღმდეგ, ერთის გარდა, ყველამ დაიძინა. კონორმა ქვემსუბუქი წონის ტიტული არ დაიცვა. ისე ჩანს თითქოს ილიაც იგივეს აპირებს. გადაინაცვლებს მსუბუქ წონაში და ქვემსუბუქ დივიზიონს დაივიწყებს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ვინაიდან, ისლამი საკუთარ ქამარს ცარუკიანის წინააღმდეგ დაიცავს, თოფურიამ ახალი სასურველი მეტოქე დაასახელა. "მატადორს" მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირება უნდა.