ილია თოფურია: "ისლამს ხაბიბის თვალწინ, ჭიდაობით დავამარცხებ"
ილია თოფურიამ, ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლის განხილვისას, 'თამამი' გზავნილი გაავრცელა. ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ბრძოლაში ფეხზე დომინირებას, შემდეგ კი მახაჩევის მიწაზე დამარცხებას აპირებს. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონის ჩემპიონობა მას შემდეგ მოიგო, რაც მახაჩევმა ტიტული ვაკანტური გახადა და თავად ერთი დივიზიონით ზემოთ აიწია.
ჩემს ყველაზე ძლიერ მხარედ გრეპლინგს მივიჩნევ, მაგრამ ბოლო დროს შევეგუე იმ აზრს, რომ ეს არ არის ის, რისი ნახვაც საზოგადოებას სურს - ისლამის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს პირიქით იყოს და ხალხს სწორედ იმის ნახვა მოუნდეს, როგორ ვამარცხებ მას მიწაზე.
დგომში მასზე დომინირება, სამი ან ოთხი დარტყმის მიყენება იმ ადგილას, სადაც საკმარისად დავაზიანებ და შემდეგ ხაბიბის კუთხეში, მენტორის წინაშე ყველაფრის დასრულება (საბმიშენი) - იმდენად თავდაჯერებულები და ამპარტავნები არიან, რომ ძალიან მინდა ამ გეგმის განხორციელება.
თუ ხაბიბი ჩარევას გადაწყვეტს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მასაც იმავეს ვუზამ. - განაცხადა ილია თოფურიამ
ილია თოფურიამ ასევე განაცხადა, რომ ის ისლამ მახაჩევისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. დაღესტნელმა ცოტა ხნის წინ ჯეკ დელა მადალენას აჯობა და ქვესაშუალო წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.
Ilia Topuria says he'd love to submit Islam Makhachev in front of Khabib and step on Khabib's head after 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) December 21, 2025
"They're so cocky and arrogant, I would really love to submit him in front of [Khabib]. And if Khabib wants to step in afterward, I'll gladly step on his head too."
(via… pic.twitter.com/kc9QnknYlB