Belive

ილია თოფურია ამბობს, რომ იცის როგორ დაამარცხოს ვოლკანოვსკი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ, კარიერის დაწყებიდან დღემდე, მარცხის გემო არ იცის, ბოლო ბრძოლებში ის ძირითადად საკუთარ ძლიერ დარტყმებს იყენებდა და მეტოქის დამარცხებას არაჩვეულებრივი კრივით ცდილობდა. ჩემპიონ ვოლკანოვსკისთან შეხვედრამდე, თოფურია გამარჯვების მოპოვების სხვა გზას ხედავს :

ვფიქრობ, რომ ბრძოლაში უპირატესობა ჩემს მხარეს იქნება. ვოლკანოვსკის ძლიერი დარტყმები აქვს, მაგრამ კარგად ვერ ჭიდაობს. ამას ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენებ და შევეცდები, სწორედ ამ კომპონენტით შევქმნა განსხვავება. - ილია თოფურია

ვოლკანოვსკი 4 თვეზე ნაკლებ დროში უბრუნდება ბრძოლას, მას შემდეგ რაც მსუბუქი წონის ჩემპიონ, ისლამ მახაჩევთან პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. ილია თოფურია ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობს არ ანიჭებს.

ჩემთვის ის, რაც მის ბოლო ბრძოლაში მოხდა, არაფერს ცვლის. ვიცი რაც უნდა ვაკეთო, მხოლოდ რუტინული შრომა. ვივარჯიშებ იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვიყო, დარწმუნებული ვარ, გამარჯვება მე დამრჩება. მას დასაკარგი ნამდვილად არაფერი აქვს. მან უკვე წააგო და იცის, როგორ გრძნობაა ეს, მე არ ვიცი და ჯობია არასოდეს გამოვცადო - ილია თოფურია

ვოლკანოვსკისთან ბრძოლამდე თოფურია უკვე იმაზე ფიქრობს, ვისთან და როგორ დაიცავს მოპოვებულ ქამარს :

ვფიქრობ, რომ ვოლკანოვსკის დავამარცხებ და შემდეგ, აქ ესპანეთში, ქამარს მაქს ჰოლოუეისთან დავიცავ - ილია თოფურია

თოფურიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება 2024 წლის 16 თებერვალს შედგება , UFC 298 -ზე. თოფურია ერთადერთი ქართველია, რომელიც სატიტულო ბრძოლას ჩაატარებს. საერთო ჯამში, ილიას შედეგი ასეთია - (14-0 MMA, 6-0 UFC), ვოლკანოვსკის კი - (26-3 MMA, 13-2 UFC).

სხვა სტატიები