Belive

"მერაბს სასტიკად დავანოკაუტებ, შემდეგ თოფურიას გავთიშავ" - შონ ო'მალი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქ წონაში, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, დუღილის ტემპერატურა კი უკვე პიკს აღწევს...

ბრძოლის წინ ო'მალიმ თამამი განაცხადი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ მერაბ დვალიშვილს სასტიკად დაანოკაუტებს, შემდეგ წონას შეიცვლის და ილია თოფურიას გათიშავს.

მერაბს ვცემ - მას სასტიკად დავანოკაუტებ და მსაჯის მოსვლამდე კიდევ რამდენჯერმე დავარტყამ. შემდეგ წონას შევიცვლი და თოფურიასა და მაქსს შორის გამარჯვებულს გავთიშავ. თუ ილია გაიმარჯვებს ის BMF ქამრის მფლობელი გახდება. ამიტომ ზედა წონაში ასვლა და მასთან ჩხუბი მაგარი იქნება. ეს იქნება უდიდესი შოუ ორგანიზაციისა და UFC-სთვის. - შონ ო'მალი.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში სოლიდური მოგებათა სერია აქვს (ზედიზედ 10 ბრძოლა) და 15 სექტემბერს შონ ო'მალის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები