"მსუბუქ წონაში ასვლაზე და ტიტულისთვის ბრძოლაზე ყოველთვის ვფიქრობდი" - ილია თოფურია
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას მსუბუქი წონით დივიზიონში რომ გეგმები აქვს ეს ახალი ამბავი არ არის. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ, "მატადორმა" ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. ილიამ ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი UFC-ზე არის დამოკიდებული.
მსუბუქ წონაში ასვლაზე და ტიტულისთვის ბრძოლაზე ყოველთვის ვფიქრობდი. ამ დივიზიონში ერთი ბრძოლა უკვე მაქვს ჩატარებული. სიმართლე გითხრათ ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული რა უნდა UFC-ს. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას წინ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. 26 ოქტომბერს "მატადორი" ქვემსუბუქი წონის ქამარს პირველად დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იქნება. ეს დაპირისპირება აბუ დაბიში "ეტიჰად არენაზე" გაიმართება.