"ილია მხეცია, ისევე როგორც არმან ცარუკიანი" - დენიელ კორმიე
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიემ მსუბუქ წონაში მოვლენების განვითარების პოტენციურ მომავალზე მოგვიყვა. DC დანამდვილებით ამბობს, რომ UFC პადის გეიჯისთან ბრძოლას მისცემს და აქ გამარჯვებული ქამარზე გავა. ამასობაში კი, მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის არმან ცარუკიანი და ილია თოფურია იბრძოლებენ.
ვიცი, რომ UFC-ს პადისა და გეიჯის ბრძოლის ჩანიშვნა უნდა. ჯასტინთან გამარჯვების შემდეგ კი, პიმბლეტი ქამრისთვის იჩხუბებს. მჯერა, რომ პადიმ ოქტაგონზე ზრდა უნდა განაგრძოს, ჩენდლერთან გამარჯვებები აქამდეც გვინახავს. ილია მხეცია, ისევე როგორც არმან ცარუკიანი.
მჯერა, რომ ილიასა და არმანის ბრძოლა შედგება, 100%-ით. იმ ინტერაქციიდან გამომდინარე რაც ჰქონდათ, ისე როგორც ერთმანეთზე საუბრობენ, ილიამ თქვა, რომ სილა გააწნა - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ დაპირისპირების შექმნა ძალიან მარტივია. ეს დაპირისპირება ძალიან კონკურენტული იქნება, რადგან იგრძნობა რომ არმანს ილიას დამარცხება შეუძლია. ამავდროულად, ვიცით რომ არ არსებობს ადამიანი, რომლის დამარცხებაც ილიას არ შეუძლია. - ამბობს დენიელ კორმიე
Daniel Cormier says the UFC wanted Justin Gaethje vs Paddy Pimblett and insists no fight deserves to happen more than Ilia vs Arman 🔥
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 26, 2025
📹 @dc_mma pic.twitter.com/Jt2dAYPaEI
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე დენ ჰუკერი დაამარცხა. სომეხმა მეტოქესთან გამარჯვება მტკივნეული ილეთით მოახერხა და მთავარი საჩემპიონო კანდიდატის შესახებ კითხვები გააქრო.