"ილია მართლაც ისეთი კარგია როგორც ხალხი ამბობს? " - ჩელ სონენი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენი ამბობს, რომ ილია თოფურია ისეთი საშიშიც არ არის, როგორიც ჩანს. მისი თქმით, "მატადორს" საკმარისი არ უჩვენებია, რომ ის საშიშ მებრძოლად შევრაცხოთ.
მე ილიას ფანი ვარ და მისი მჯერა, მაგრამ მისგან საკმრისი არ მინახავს. ბევრი ამბობს, რომ მისი კრივი ძალიან მაგარია. თუმცა, საკმარისი არ მინახავს იმისთვის, რომ მისი კრივის მეშინოდეს. რას იტყვით ჭიდაობაზე, გრეპლინგზე? საერთო ჯამში ილიასგან საკმარისი არ გვინახავს, რომ მისი გვეშინოდეს. ილია მართლაც ისეთი კარგია როგორც ხალხი ამბობს?
როდესაც მაკგრეგორმა ალდო გათიშა, ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა. ამისთვის მას 13 წამი დასჭირდა და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჩხუბი ხელახლა გამართვის შემთხვევაში სხვაგვარად წარმიმართოს. მაგრამ ილიაზე სხვაგვარად ვფიქრობთ. ფიქრობთ ილიას შეუძლია ყველა შესაძლო საფრთხესთან გამკლავება? - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი არ არის. ეს დროებითია, რადგან ილიამ ქამარი ვაკანტურად გამოაცხადა. ოჯახური პრობლემების მოგვარების შემდეგ, ჩემპიონი საქმეში დაბრუნდება. იქამდე დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი იბრძოლებენ.