Belive

"გეიჯის ხელთათმანებში არაფერი ყოფილა, ილია კი ნამდვილი მეომარია“ – დრიკუს დუ პლესი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ გეიჯის ხელთათმანებში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ უარყო ეჭვები და აღნიშნა, რომ ამერიკელის ძლიერი დარტყმების შემდეგ ყველა მისი მეტოქის სახე ერთნაირად გამოიყურება. ამასთან, დუ პლესიმ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თოფურიას მებრძოლ ხასიათს.

გეიჯის ხელთათმანებში რაღაც უცნაური ნამდვილად იყო. არ ვამბობ, რომ მოიტყუა. UFC-ში ასეთი რამის გაპარება ძალიან რთულია. კომისია ასეთ საკითხებზე ძალიან ფრთხილობს და ცდილობენ მსგავსი არაფერი მოხდეს.

არ ვიტყვი, რომ გეიჯიმ რაიმე არასამართლიანი გააკეთა. გეიჯიმ გააკეთა ის, რასაც გეიჯი აკეთებს. შეხედეთ იმ მებრძოლების სახეებს, რომელთაც ჯასტინი აქამდე შეხვედრია. ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა. ილიას მდგომარეობა ყველაზე უარესი იმიტომ იყო, რომ თოფურია ნამდვილი მეომარია. ასეთი დარტყმები მიიღო და ჩხუბს კვლავ აგრძელებდა. - დრიკუს დუ პლესი

სხვა სტატიები