ლაშა გურული 7 თებერვალს რინგზე ბრუნდება
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი მოკრივე და ოლიმპიური პრიზიორი ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მორიგ ჩხუბს გამართავს. ლაშა ლივერპულში 7 თებერვალს იასპარეზებს. ამის შესახებ თავად მოკრივემ, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულს პროფესიონალურ კარიერაში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე წარმატებით დაასრულა. პირველად რუსთავში ბერნარდ ები დაამარცხა, მეორე ბრძოლა კი უემბლიზე, ჯეიმს ფრენსისის წინააღმდეგ მოიგო.