Belive

"ილია დიდ უპატივცემულობას იჩენს" - ჩარლზ ოლივეირა

6 დღის წინ სხვა
1 წთ

ნელ-ნელა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის პატარა დაპირისპირება ჩნდება. მებრძოლები ერთმანეთზე ბევრს საუბრობენ და მათი ჩხუბისთვის კარგი ნიადაგი მზადდება. ბრაზილიელმა ილია თოფურიაზე არიელ ელვანისთან ისაუბრა.

ილია ახალ დივიზიონში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსით მოდის და ცდილობს, მსუბუქი წონის ქამარიც მოიგოს. მაგრამ მე აქ ვარ და ჩემი ერთადერთი საფიქრალი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაა. მნიშვნელობა არ აქვს ჩემს წინ ვინ იქნება, მთავარი ქამარია.

ილია თავისთვის ბრძოლის 'გაკეთებას' ცდილობს. ბევრ სისულელესაც ლაპარაკობს. მის ბრძოლებს, მის უნარებს და საერთოდ ყველაფერს, პატივს ვცემ თუმცა, ის დიდ უპატივცემულობას იჩენს. ილია ბევრ ისეთ რამეს ამბობს რაც არ უნდა თქვას. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ

ილია თოფურიამ ბრაზილიელს სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ მიმართა. "ლეგენდა" ამბობს, რომ ოლივეირას დრო წასულია და ახლა გზა მას უნდა დაუთმოს.

სხვა სტატიები