"ილია ჩემთან ბრძოლისას კედელს შეასკდება" - დიეგო ლოპესი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა დიეგო ლოპესმა დააზღვია. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მებრძოლი ტრავმას მიიღებდა ან რაიმე მიზეზით ჩხუბს ჩაეხსნებოდა, მის ნაცვლად ლოპესი იბრძოლებდა.
დიეგომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ილიასთან დაპირისპირება უნდა.
ილიას ახლო დისტანციაზე ბრძოლა მოსწონს. მე გრძელი ხელები მაქვს და ახლო დისტანციაზე მასზე უკეთესი ვარ. ვფიქრობ, ბრძოლისას რამდენჯერმე 'შევასკდებით' და თუ წინ წამოვა კედელთან შეჯახება მოუწევს. მეც და ილიასაც დარტყმების გაცვლა მოგვწონს. ჩვენი ბრძოლა ზუსტად ისეთი იქნება როგორიც ხალხს მოსწონს. - განაცხადა დიეგო ლოპესმა
ბრაზილიელი მებრძოლი UFC ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-3 პოზიციას იკავებს. ბოლოს დიეგო ლოპესმა UFC Noche-ზე ბრაიან ორტეგა დამაჯერებლად დაამარცხა.