Belive

"ილია ჩემი საყვარელი მებრძოლი გახდა" - შონ ო'მალი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. "შუგა" არ მალავს, რომ ილია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. ო'მალიმ ისიც განაცხადა, რომ ქართველი მისი საყვარელი მებრძოლი იქნება.

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურიაა. მისი რეკორდია 15-0. ეს ბიჭი მთელი კვირა, მთელი თვე და მთელი წელი იძახდა, რომ ალექსს გათიშავდა. გამოვიდა ოქტაგონზე და ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაანოკაუტა. ალექს ვოლკანოვსკი იგივე აღარ არის, რაც გვახსოვს. "ვოლკი" აშკარად შეიცვალა. ილიას აურამ, დგომმა და თავდაჯერებულობამ თითქოს ვოლკანოვსკი დააბნია ან მახაჩევის ნოკაუტმა დიდი გავლენა იქონია. ილია ჩემი საყვარელი მებრძოლი გახდა. ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა! მერაბიც რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა, მას ჰენრი სეხუდოს გათიშვაც კი არ შეუძლია. მას 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს და ეს შემთხვევით არ ხდება. ილია სახიფათო, თავდაჯერებული, ახალგაზრდა და მშიერია. - განაცხადა შონ ო'მალიმ

18 თებერვალს ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

შონ ო'მალის მომავალი ბრძოლა მარლონ "ჩიტოს" ვერას წინააღმდეგ ელის. ეს დაპირისპირება 10 მარტს, UFC 299-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები