Belive

ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში სამი მოჭიდავე გვყავს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ბერძნულ-რომაულ სტილში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი მოჭიდავეები საკმაოდ კარგად ასპარეზობენ. სამი სხვადასხვა წონით კატეგორიის ნახევარფინალში სამი სპორტსმენი გვყავს. დიეგო ჩხიკვაძეს (67კგ.), ფრიდონ აბულაძეს (60კგ.) და გიორგი ჩხიკვაძეს (72კგ.) ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ.

დიეგო ჩხიკვაძემ 1/4-ფინალში სომეხი საჰაკ ჰოვჰანისიანი 2-1 დაამარცხა და სწორედ ასე გავიდა 1/2-ფინალში. აბულაძემ კი 1/2-ფინალამდე ყაზახ დოსჟან უტეპკალიევს 7-4 აჯობა. რაც შეეხება გიორგი ჩხიკვაძეს. მან 1/4-ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე იმრან ალიევი 4-0 დამაჯერებლად დაამარცხა.

1/2-ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები