Belive

"ილია ავადმყოფია" - ო'მალი ვერ ხვდება, რატომ არ სურს თოფურიას მასთან ბრძოლა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ბოლო პერიოდში ილია თოფურიასა და შონ ო'მალის შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მებრძოლებმა სოციალური ქსელის საშუალებით, არც ისე სასიამოვნო სიტყვები გაცვალეს. ყველაფერი "შუგას" გამოწვევიდან დაიწყო, რაზეც "მატადორმა" უარი უთხრა.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ვერ ხვდება თუ რატომ არ სურს თოფურიას მასთან ბრძოლა.

მე პოტენციური დიდი ვარსკვლავი ვარ. UFC ასე ფიქრობს და თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ახლაც ვარსკვლავი ვარ. თუ ილია ფიქრობს, რომ ჩემთან რთული ბრძოლა არ ექნება, მაშინ ვინ არის მისთვის ჩემზე დიდი მეტოქე? რა თქმა უნდა ეს კონორია. კონორი მასთან არ იჩხუბებს, არც კი იცის ვინ არის ილია, ან იცის.
ილია ავადმყოფია. მისი ბრძოლების ყურება მიყვარს. ძალიან სახიფათო და ტექნიკურია. მაგრამ, არ ვიცი რატომ ფიქრობს, რომ ჩემთან მარტივი ბრძოლა ექნება. იყო დრო როცა დომინიკ კრუზსა და კონი გარბრანდტს ვიწვევდი. ისინი ამბობდნენ, რომ მე საშინელი მებრძოლი ვიყავი და ჩემთან დაპირისპირებაზე უარს ამბობდნენ.
თუ ეს შენთვის მარტივი ბრძოლაა, რატომ არ უნდა დაუპირისპირდება მებრძოლს, რომელსაც გრძელი ენა და დიდი სახელი აქვს. რატომ? ამას ვერ ვხვდები.
თუ ის ვოლკანოვსკის და მე "ჩიტოს" დავამარცხებ, ჩვენი ბრძოლა შედგება. - განაცხადა ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში საუბრისას

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები