ჯარჯი ზვიადაურმა, გიორგი ზანთარაიამ და შოჰეი ონომ უკრაინაში მასტერკლასი ჩაატარეს
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა - ჯარჯი ზვიადაურმა, შოჰეი ონომ და გიორგი ზანთარაიამ უკრაინაში მასტერკლასი გამართეს, რაც უკრაინული ძიუდოს განვითარებას ემსახურება.
ომის მიუხედავად, ლეგენდარული ძიუდოისტები უკრაინაში ვიზიტს აგრძელებენ და ამჯერად უჟჰოროდში უამრავი ცნობილი სპორტსმენი შეიკრიბა (ონო, ილიადისი, ზანთარაია, იადოვი, ხამო და სხვები) - რაც მთავარია, ქვეყნიდან ასობით ახალგაზრდა ბიჭს შეეძლო დაუვიწყარი ემოციების მიღება, ვარსკვლავებისგან სწავლა, ასევე მათთან შეჯიბრი და დასამახსოვრებელი ფოტოების გადაღება.
"ეს უბრალოდ შესანიშნავი ინიციატივაა და ღირს მადლიერების გამოხატვა ყველას მიმართ, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული" - გიორგი ზანთარაია
გიორგი ზანთარაია, შოჰეი ონო და ჯარჯი ზვიადაური
გიორგი ზანთარიას მოწვევით, ლეგენდარული შოჰეი ონო თბილისის შემდეგ უკრაინასაც ეწვია, მასთან ერთად კი კიდევ ერთი ლეგენდა - ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) არის მიწვეული, რომელიც
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზანთარაია წარმოშობით ქართველი ძიუდოისტია, რომელიც გალში დაიბადა, შემდეგ კი უკრაინას მიაშურა და სწორედ უკრაინის სახელით ასპარეზობდა - იგი მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონია.