Belive

IJF-მა გუნდურ ასპარეზობაში თუშიშვილის გდება საუკეთესოდ დაასახელა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილის გდება საუკეთესოდ შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ქართველის იპონი გუნდურ ასპარეზობაში შესრულებულ გდებებში გამოარჩიეს. თუშიშვილმა ეფექტური ილეთი იაპონელი ტაცურუ საიტოს წინააღმდეგ შეასრულა.

დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები