ზვიად გოგოჭური პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია | ზურაბიანმა და ყიზილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, 3-მა ქართველმა სპორტსმენმა მოიგო სხვადასხვა სინჯის მედალი. ზვიად გოგოჭურმა (-95 კგ) ფინალში დავურხონ კარომატოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ).
გუშინ მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ გიორგი ქალდანი (- 70 კგ) და საბა ბაღდავაძე ( -81 კგ). ასტანაში პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 15 მაისს დასრულდება.