Belive

"პატარა ტარანტინოს ფილმს ნახავთ - ბევრი სისხლი" - გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლაზე

3 დღის წინ სხვა
1 წთ

გიგა ჭიკაძე თავის მომავალ ბრძოლას განსაკუთრებულ დაპირისპირებად მიიჩნევს და მეტოქის აგრესიულ სტილს საკუთარი „ნინძას სტილით“ განეიტრალებას აპირებს. ქართველი მებრძოლი გულშემატკივრებს სანახაობრივ და სისხლიან ჩხუბს ჰპირდება.

ეს ბიჭი აგრესიულად წამოვა და მე ჩემი ნინძას სტილით გავუმკლავდები. ამ ბრძოლის გამოტოვება არ შეიძლება, რადგან რაღაც განსაკუთრებული იქნება. პატარა ტარანტინოს ფილმს ნახავთ - ბევრი სისხლი. -

გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე 20 სექტემბერს დაბრუნდება. ქართველი მებრძოლი UFC 331-ზე ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდება. ბრძოლა ლოს-ანჯელესში გაიმართება.

სხვა სტატიები