"მერაბის გათიშვა ჩემი მიზანი იქნება" - პიოტრ იანი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანი მერაბთან მესამე ჩხუბში ფინიშს გეგმავს. მისი აზრით, ამ დაპირისპირებაში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია დასჭირდება.
ეჭვგარეშეა, რომ მესამე ბრძოლა პირველი ორისგან სრულიად განსხვავებული იქნება. ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ვიცი, რომ ამ ბრძოლა ჩემი მაქსიმუმი უნდა გავკეთო, რომ კარგი შედეგი მივიღო. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩხუბიც საოცარი იქნება და ჩემთვის შესანიშნავი დაგვირგვინება იქნება თუ ბრძოლას ფინიშით დავასრულებ. ეს არის ჩემი მიზანი. - პიოტრ იანი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ანგარიში 1:1 არის. მათი გზები პირველად 2023 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონობისკენ მიმავალმა დვალიშვილმა იანის ბარიერი მარტივად გაიარა და 5-რაუნდიან ჩხუბში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. რაც შეეხება მეორე ჩხუბს, იქ მერაბი უკვე ჩემპიონის რანგში იყო. სამწუხაროდ იანმა შეძლო რევანშის აღება და ახლა სწორედ ის არის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. მათი მესამე დაპირისპირება აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება.