"ჭორები დადის, რომ დეკემბერში ილიას და პადის ჩხუბი ჩაინიშნება" - ო'მალის მწვრთნელი
18 საათის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მწვრთნელი ამბობს, რომ დეკემბერში ილიასა და პადის ჩხუბის ჩანიშვნა იგეგმება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჭორებია. ო'მალი ამბობს, რომ ეს ჩხუბი წლის მთავარი სანახაობა იქნება. "შუგამ" იქვე ისიც დაამატა, რომ მისთვის ამ ჩხუბში ფავორიტი პიმბლეტია.
ჭორები დადის, რომ დეკემბერში ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტის ჩხუბი ჩაინიშნება.
ვისზე დადებდი ფსონს? პადი გამარჯვებიდან მოდის. ის დიდია, თავდეჯერებული. ილია კი თავის ცხოვრებაში ასე არასდროს უცემიათ. - ამბობს ო'მალის მწვრთნელი
ეს ძალიან დიდი ჩხუბი იქნება. მარცხიდან წამოსული ილიას გათვალისწინებითაც კი, ეს მასიური ბრძოლა იქნება.
ამ მომენტში პადისკენ გადავიხრებოდი. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. რთულია ვთქვა ახლა ილია მენტალურად როგორაა. მგონია, რომ დაბრუნება კვლავ შეუძლია, მაგრამ პადი ძალიან დიდია. - განაცხადა შონმა
🚨 Tim Welch is hearing rumors ILIA TOPURIA vs. PADDY PIMBLETT could happen in December 👀🔥
— FightLuck (@FightluckBet) August 31, 2026
🗣️ Tim: “Paddy is coming off a huge win. He’s confident, he’s huge. Ilia is coming off the worst beating he’s ever taken.”
🗣️ Sean: “Right now, I would lean towards Paddy to win.”
🗣️… pic.twitter.com/f1RpOh1tTN
შეგახსენებთ, ილია თოფურია ბოლო ჩხუბში ჯასტინ გეიჯისთან მოულოდნელად დამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა.
რაც შეეხება, პადის მან ბოლო ჩხუბში ბენუა სენ-დენი პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა.