Belive

"როცა გალიის კარი დაიკეტება ვეღარავინ გადაგარჩენს" - ჰოლოუეი თოფურიას

2 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს ილია თოფურია საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა MMA-ს გულშემატკივრებში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. მებრძოლები ერთმანეთს პირისპირ ჯერ არ შეხვედრიან, თუმცა, ESPN-თან საერთო ინტერვიუ უკვე გამართეს.

სპორტსმენები ინტერვიუსას ბევრ საინტერესო თემას შეეხნენ. მაქს ჰოლოუეის ილიას სწრაფ გაბრწყინებაზე ჰკითხეს, რაზეც "დალოცვილმა" ასეთი პასუხი გასცა:

მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. ილიამ დაამარცხა ბიჭები, რომლებიც უნდა დაემარცხებინა და გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. ახლა აქ ვართ და ვნახავთ 26 ოქტომბერს რა მოხდება.

მისი თავდაჯერება - იყოს როგორც არის. მოტივაციისთვის ყველა ადამიანს განსხვავებული გზა სჭირდება. ილიას მოტივაცია კი ასეთია. 26 ოქტომბერს ყველა ეს საუბარი დასრულდება. როცა გალიის კარები დაიკეტება ვეღარავინ გადაგარჩენს.
- ამბობს მაქსი

ბუნებრივია, რომ ეს ინტერვიუ კლასიკური სახის არ იქნებოდა. მებრძოლები ერთმანეთს საუბარს არასდროს აცდიან და ყოველთვის საკუთარი სიძლიერის მტკიცებაში არიან. მსგავსი სიტუაცია იყო აღნიშნული ინტერვიუსას. ილია ამტკიცებდა, რომ პირველი იქნება ვინც ჰავაელ მებრძოლს გათიშავს.

ერთადერთი რასაც 26 ოქტომბერს ვაპირებ შენი გათიშვაა. ამის შემდეგ ჩემს გუნდთან და ჩემს ხალხთან ერთად ბევრს ვიზეიმებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ პირველი ვიქნები ვინც გაგთიშავს. - განაცხადა ილიამ

როგორც მოგეხსენებათ მაქს ჰოლოუეი BMF ქამრის მფლობელია. მიუხედავად ამისა, "დალოცვილი" ილიასთან დაპირისპირებაში საკუთარ ქამარს არ ჩამოვა. თოფურიას აღნიშნული ქამარი უკვე აქვს, რომელიც საკუთარი ხელით შეიძინა. "მატადორს" გეიჯისა და ჰოლოუეის ბრძოლაზე ჰკითხეს და როგორც ჩანს ილია დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა.

სიმართლე გითხრათ, ერთადერთი რაც ამ ბრძოლაში მომეწონა ბოლო 10 წამია. მთელი ჩხუბის განმავლობაში არანაირი სტრატეგია ან ტექნიკა არ მინახავს. ფანებისთვის შესანიშნავი სანახაობა იყო მაგრამ, ჩემთვის როგორც პროფესიონალისთვის ეს ბრძოლა არაფერს წარმოადგენდა. ეს ნოკაუტი უბრალო გაცვლებიდან მოვიდა, რომლის უკან 0 ტექნიკაა. ამ გაცვლებში გიწვევ, ოღონდ ბრძოლის საწყის 10 წამში. როცა ისეთი მებრძოლის წინაშე წარსდგები როგორიც მე ვარ, ამას ვერ გაიმეორებ, თავს წაგაცლი. მე ხალხის დანოკაუტებით ვიღლები. - განაცხადა ილია თოფურიამ

სხვა სტატიები