Belive

"იანთან რომ წამეგო თავს მოვიკლავდი" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. Triple C-ისთან გამარჯვების შემდეგ, "მანქანამ" სუპერმსუბუქ წონაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თავად UFC-ის პრეზიდენტმაც დანა უაითმა დაადასტურა, რომ დვალიშვილს საჩემპიონო შანსი მიეცემა.

ქართველის მომავალი მეტოქე შონ ო'მალისა და მარლონ ვერას შორის გამარჯვებული იქნება. ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მერაბმა ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონთან პოდკასტში ისაუბრა.

მოდი ო'მალიზე ვისაუბროთ. მე მას საშიშ ოპონენტად მივიჩნევ, რადგან კარგად მოძრაობს, ნოკაუტის ძალა და ძლიერი მარჯვენა ხელი აქვს. მას შემდეგ რაც DWCS-ზე და შემდეგ UFC-ში გამოჩნდა მასთან ბრძოლა მსურს. საკუთარი თავის გამოწვევა მინდა და ამ საკითხს ასე ვუყურებ. შონთან ბრძოლისას მოთმინება უნდა გამოვიჩინო. თუ ჩემი გდების მცდელობას დაიცავს, კიდევ ერთხელ ვცდი. დავღლი, შევანელებ და ჩემი დროც მოვა.

"ჩიტოც" ძალიან კარგი და ჭკვიანი მებრძოლია. ოდნავ ნელია, თუმცა, საკმაოდ ბასრია. რა თქმა უნდა, UFC-ში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მისი ფეხით დარტყმები ძალიან საშიშია. ჯერჯერობით, მისი საბრძოლო სტილი არ შემისწავლია მაგრამ, ვარჯიშს ისევ განვაგრძობ. თუ "ჩიტო" მოიგებს, მის შესწავლას დავიწყებ. უბრალოდ ჩემს საქმეს გავაკეთებ.

თუ რომელიმეს წინააღმდეგ დავმარცხდები, არაუშავს. ეს ხომ ბრძოლაა. ერთადერთი ბიჭი, რომელთანაც წაგებას არ განვიხილავდი ეს პიოტრ იანია. მასთან რომ წამეგო თავს მოვიკლავდი. ის ცუდი ადამიანია, საერთოდ არ არის თავმდაბალი. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

Mighty Mouse-მა "მანქანას" მისი სამომავლო გეგმების შესახებაც ჰკითხა. ქართველი, რომ შემდეგ ბრძოლას ტიტულზე ჩაატარებს ცხადია, თუმცა, როდის შედგება ეს ჩხუბი?

სიმართლე გითხრათ, რაც შეიძლება მალე მსურს დაბრუნება. ბოლო ბრძოლაში, რომლისთვისაც ძალიან მძიმედ ვემზადებოდი, ვერც კი ვიგრძენი, რომ ვიჩხუბე. ჩემი სხეული მშვენივრად გრძნობს თავს და ოქტაგონზე გამოსასვლელად მზად ვარ. როგორც წესი, აწონვებიდან ერთი კვრის ვარჯიშზე წასვლაც კი არ მინდა. ახლა კი პირიქით. ვვარჯიშობ, დღეს ვისპარინგე კიდეც. ძალიან მოტივირებული ვარ. იმედი მაქვს, რომ მომავალი ჩხუბი მალე იქნება. სატიტულო ბრძოლა გარანტირებული მაქვს, თუმცა, არ მინდა გავრისკო და გრძელი მოსამზადებელი პერიოდი გავიარო. მე შემიძლია "ჩიტოსა" და ო'მალის ბრძოლაც დავაზღვიო თუ რომელიმე ჩაეხსნება. - ამბობს მერაბი

სხვა სტატიები