"ამ სპორტში არავისთვის, არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს" - ჯონ ჯონსი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 309-ზე ჯონ ჯონსი ბრუნდება, სადაც ლეგენდარულ მებრძოლს სტიპე მიოჩიჩს შეხვდება. მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი თვლის, რომ ჯონსი მასთან უნდა იბრძოდეს და ამბობს, რომ ჯონი მისგან გარბის. ჯონსმა ასპინალის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მიოჩიჩის ბრძოლის შემდეგაც არ აპირებს შეხვედრას.
"ძვლებმა" ამ თემაზე ბრძოლამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასპინალი მასთან ჩხუბით სახელის მოხვეჭას ცდილობს.
პერეირასა და ასპინალს შორის განსხვავება მხოლოდ სახელი არ არის. ალექსს საოცარი რეზიუმე აქვს და ასპინალი მას ვერც კი შეედრება. ვფიქრობ, ამ სპორტში არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ახლა კარიერის იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფერს ჩემი მემკვიდრეობისთვის და საკუთარი ისტორიისთვის ვაკეთებ. ამიტომაც ვთვლი, რომ მიოჩიჩთან და პერეირასთან ბრძოლა უკეთესია, რადგან ისინი მრავალგზის ჩემპიონები არიან. - განაცხადა ჯონ ჯონსმა
ჯონსისა და მიოჩიჩის დაპირისპირება UFC 309-ზე მთავარი ბრძოლა იქნება. Main Card-ი თბილისის დროით 17 ნოემბერს 7 საათზე დაიწყება.