გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება | ქართველი მებრძოლი UFC London-ზე იბრძოლებს
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება. 33 წლის სპორტსმენი 22 მარტს ჩანიშნულ UFC London-ს ღონისძიებაზე იჩხუბებს. მისი მეტოქე ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი იქნება. გურამ ქუთათელაძემ ბრძოლამდე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ მისი მომავალი მოწინააღმდეგის შესახებ ძალიან მალე შევიტყობდით, დღეს კი მეტოქეც და თარიღიც ცნობილია.
კაუე ფერნანდესი 29 წლისაა და კარიერაში 11 ბრძოლა გაუმართავს, მის ანგარიშზე 9 მოგება და 2 წაგებაა. გურამ ქუთათელაძემ კი ბოლო ბრძოლა ჯორდან ვუჩენიკის წინააღმდეგ გამართა, "ქართველმა ვიკინგმა" Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
Guram Kutateladze will take on Kauê Fernandes at #UFCLondon on March 22nd.
— MMA Orbit (@mma_orbit) February 24, 2025
[per Fernandes / IG] pic.twitter.com/BkPG16PBgq