გურამ ქუთათელაძე: "ახლა ჩემი დროა, რომ TOP 15-ში მოვხვდე"
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
"ქართველი ვიკინგი" ოქტაგონს უბრუნდება. გურამ ქუთათელაძე ლონდონში 22 მარტს კაუი ფერნანდესს დაუპირისპირდება.
გურამმა ბრძოლის შესახებ Inside Fighting-თან ისაუბრა
სტილისტიკურად ჩემს მოწინააღმდეგეს რთული ბრძოლა ელის. მე ყველა ასპექტში მზად ვარ. ჩემი ოპონენტის მიმართს უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მას ჩემს წინააღმდეგ რთული დროის გატარება მოუწევს. ფერნანდესი კარგი სტრაიკერია და თუ სწორად ვიცი ჯიუ-ჯიცუს შავი ქამარიც აქვს. ახლა ჩემი დროა, რომ TOP 15-ში მოვხვდე. დივიზიონის სათავეში და ქამრისთვის ბრძოლაში მალე მნახავთ. - განაცხადა გურამ ქუთათელაძემ
შეგახსენებთ, რომ გურამს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ორი მოიგო. ბოლო ჩხუბში ქუთათელაძე ჯორდან ვუჩენიკს შეხვდა, რომელიც სამრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა.