Belive

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ბრძოლა მართლაც მოსაწყენი იყო" - უმარ ნურმაგომედოვი

15 საათის წინ სხვა
1 წთ

25 იანვარს 2026 წლის პირველი ღონისძიება გაიმართა. UFC 3240-ზე ბევრი საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. ერთ-ერთი დაპირისპირება უმარ ნურმაგომედოვსა და სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ დეივსონ ფიგერედოს შორის შედგა. გულშემაკივრები ამ ბრძოლით უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან ძალიან მოსაწყენი იყო. ამას არც თავად ნურმაგომედოვი უარყოფს.

რთულია, ისეთ ადამიანთან ბრძოლა, რომელიც სულ გარბის. გულწრფელად გეუბნებით, ეს მართლაც მოსაწყენი ბრძოლა იყო. ვიფიქრე, ჩემთან გაცვლების სურვილი ექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაინც, მე რაც შემეძლო გავაკეთე. აქტიური დავრჩები. ვიცი ტიტულამდე ერთი ჩხუბი მაშორებს, იქნებ შონ ო'მალი... - უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ თავისი ბრძოლა მოიგო შონ ო'მალიმაც, რომელმაც სონგ იადონგი დაამარცხა. როგორც დანასგან ვიცით, ჩემპიონ იანთან ბრძოლა მერაბს გარანტირებული აქვს და არაა გამორიცხული უმარისა და შონის ჩხუბი მართლაც შედგეს.

სხვა სტატიები