Belive

გორ მინასიანის ქართული კოშმარი - საუკეთესო დამარცხებულებში

3 თვის წინ სხვა
5 წთ

ლაშა ტალახაძე, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული ოლიმპიელია. ქართველმა გიგანტმა ზედიზედ მესამედ მოიგო ოქროს მედალი და კიდევ ერთხელ ჩაიარა უშედეგოდ სომეხი (ამჟამად ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე) გორ მინასიანის გაბრძოლებამ.

მინასიანი 29 წლის ძალოსანია, ტალახაძე 30-ის - თანატოლი კონკურენტების კარიერა ერთდროულად წარიმართა და მინასიანისთვის ეს ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უიღბლობაა, რაც შეიძლება სპორტსმენს დაემართოს. სომეხი ძალიან ტიტულოვანია და ულაპარაკოდ მსოფლიოს პირველი ძალოსანი იქნებოდა - მისი ქართული კოშმარის არარსებობის შემთხვევაში. ტალახაძეზე რა უნდა ვთქვათ, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოსა და 7-ჯერ ევროპის ჩემპიონია, მინასიანის მედლების კოლექცია რაოდენობით დაახლოებით თანაბარია, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, მეორეობაა ისაა, რასაც სომეხი მთელი კარიერის განმავლობაში ვერ გადაახტა. ბოლო 14 წლის განმავლობაში გამართულ შეჯიბრებებზე, რომელზეც ტალახაძე და მინასიანი კვარცხლბეკზე ერთად იდგნენ, სომეხს მუდამ იმის დანახვა უწევდა, როგორ ჰკიდებდნენ ქართველს ოქროს მედალს.

13 ტურნირი, რომელზეც ტალახაძე და მინასიანი კვარცხლბეკზე ერთად იდგნენ:

1) 2013 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: პერუ/ლიმა
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (411 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (403 კგ)

2) 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: აშშ/ჰიუსტონი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (454 კგ) III ადგილი: გორ მინასიანი (437 კგ)

3) 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი: ნორვეგია/ფორდე
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (463 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (443 კგ)

4) 2016 წლის ოლიმპიადა: ბრაზილია/რიო დე ჟანეირო
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (473 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (451 კგ)

5) 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი: ხორვატია/სპლიტი
ჩემპიონატი: ლაშა ტალახაძე (467 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (446 კგ)

6) 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: თურქმენეთი/აშხაბატი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (474 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (450 კგ)

7) 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: ტაილანდი/პატაია
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (484 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (460 კგ)

8) 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: უზბეკეთი/ტაშკენტი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (492 კგ) II ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (457 კგ) IIIადგილი: გორ მინასიანი (448 კგ)

9) 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი: რუსეთი/მოსკოვი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (485 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი (464 კგ) III ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (445 კგ)

10) 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი: ალბანეთი/ტირანა
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (462 კგ) II ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (451 კგ) III ადგილი: გორ მინასიანი (446 კგ)

11) 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: კოლუმბია/ბოგოტა
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (466 კგ) II ადგილი: გორ მინასიანი - ბაჰრეინის სახელით (462 კგ) III ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (461 კგ)

12) 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: საუდის არაბეთი/რიადი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (473 კგ) II ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (460 კგ) III ადგილი: გორ მინასიანი (459 კგ)

13) 2024 წლის ოლიმპიადა: საფრანგეთი/პარიზი
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (470 კგ) II ადგილი: ვარაზდატ ლალაიანი (467 კგ) III ადგილი: გორ მინასიანი (641 კგ)

იქ, სადაც მინასიანს ოქრო აქვს, 2022 წლის აზიის თამაშები, 2022 წლისა და 2023 წლის აზიის ჩემპიონატებია - აქ კი ტალახაძე ვერ მოხვდებოდა. არის ტურნირები, სადაც ტალახაძე ჩემპიონი გახდა, თუმცა მინასიანი კვარცხლბეკზე საერთოდ არ იდგა, მაგალითად: 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბათუმში მინასიანი არ ჩამოსულა, სომეხი არ იყო 2019-ში თურქეთშიც, ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზეც.

იმის გამო, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი ძალოსანი ჰყავს, მინასიანის მთელი კარიერა იმის მტკიცებაა, რომ საუკეთესოა დამარცხებულებში.

სხვა სტატიები