Belive

გივი მაჭარაშვილი: "ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, თქვენი გულების მოსაგებადაა"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა დღეს შესანიშნავად იასპარეზა და გენო პეტრიაშვილის შემდეგ, ამ სპორტის სახეობაში მეორე ფინალისტი გვყავს. გივიმ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის წარმომადგენელს, მაგომედხან მაგომედოვს ისე მოუგო, რომ ქულა არ ააღებინა (5:0). ბრძოლის დასრულების შემდეგ მაჭარაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო. კიდევ იმიტომ, რომ თითოეული ქართველი სიგიჟემდე მიყვარს. დანარჩენს ხვალ ვნახავთ - განაცხადა გივი მაჭარაშვილმა

ხვალ მაჭარაშვილი, ოლიმპიადის ფინალში, ბაჰრეინის წარმომადგენელს, ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას ამერიკელი ფრედერიკ სნაიდერი გამოთიშა.

სხვა სტატიები