"თავს არ ვზოგავთ და ვცდილობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ" - გივი მაჭარაშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია სოციალურ ქსელში გივი მაჭარაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი საქართველოს შესახებ საუბრობს.
საქართველოზე საუბრისას გივი მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველების წარმატება გასაკვირი არაა, რადგან პატარა, 3-მილიონიანი ერის თითოეული წარმომადგენელი ცდილობს 100%-ით დაიხარჯოს.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანი შესაძლოა მხოლოდ ერთ ქუჩაზე ცხოვრობდეს. ჩემპიონები სპორტის ნებისმიერ სახეობაში გვყავს (ფეხბურთი, შერეული საბრძოლო ხელოვნება, ძიუდო, ჭიდაობა). როდესაც 3-მილიონიანი პატარა ქვეყნისთვის ვიბრძვით, თავს არ ვზოგავთ და ვცდილობთ, რომ შესაძლებლობების 100% წარმოავაჩინოთ. ჩვენ ქართველები ვართ, მაგრამ შეიძლება მარსიდან ვიყოთ. - გივი მაჭარაშვილი.