გიგა ჭიკაძემ ტრავმა მიიღო და ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა
გიგა ჭიქაძემ UFC 296-ისთვის ვარჯიშის დროს საზარდულის ტრავმა მიიღო, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 16 დეკემბერს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ლას-ვეგასში დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რამდენად სერიოზულია ქართველი მებრძოლის ტრავმა ჯერჯერობით უცნობია.
ტვიტერზე განთავსებულ ვიდეოში ქართველი მებრძოლი ამბობს
საშინელება მოხდა! საზარდულის ტრავმა! მალე დავბრუნდები!
Sh*t happens! Tore groin! I’ll be back soon! pic.twitter.com/ABMggWhHdM
— GIGACHAD (@giga_chikadze) December 5, 2023
რაც შეეხება ემეტს, ის ითხოვს შემცვლელ მეტოქეს
გიგა ბრძოლას გამოეთიშა
-
ვინ არის მზად 16 დეკემბერს?
-დაწერა ემეტმა ტვიტერზე.
Giga’s Out ❌
— JOSH EMMETT (@JoshEmmettUFC) December 4, 2023
-
Who’s ready Dec 16th? #UFC296
ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.