გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა
როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე 20 თვიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნდა. "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
იმავე საღამოს, მისი უკანასკნელი ბრძოლა გამართა "კორეელმა ზომბმაც", რომელიც მაქს ჰოლოვეისთან ნოკაუტით დამარცხდა. აზიელმა მებრძოლმა თავის გულშემატკივარს კარიერის დასრულება ოქტაგონიდან აცნობა და მისი გაცილება ემოციურიც გამოდგა.
Holy chills. VOLUME ALL THE WAY UP.
— Con (@313_Con) August 26, 2023
The Korean Zombie exits the UFC octagon for the last time, announcing his retirement after losing by knockout to Max Holloway today at UFC Fight Night in Singapore.
Listen to the crowd with the all time send off. pic.twitter.com/yaM78vCiYj
მას შემდეგ, რაც UFC-მ "ზომბი" ოფიციალურად ამოშალა მებრძოლთა სიიდან მისი ადგილი გიგა ჭიკაძემ დაიკავა. "ნინძა" რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-8 პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.