Belive

"მას სისუსტე არ გააჩნია" - ჯო როგანი ილია თოფურიაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 308-ზე ილია თოფურიამ MMA-ს სამყარო კიდევ ერთხელ შეაზანზარა. "მატადორმა" მაქს ჰოლოუეი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.

ილიას გარდა, UFC-ის ქვემსუბუქ წონას სულ 4 ჩემპიონი (ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი, მაქს ჰოლოუეი, ალექს ვოლკანოვსკი) ჰყავდა და აქედან ორი ილიამ უკვე დაამარცხა.

ამ შედეგის ფონზე უკვე გაჩნდა აზრები, რომ თოფურია UFC-ში საუკეთესო მებრძოლია და საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებს. ჯო როგანმა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

ილიას უარყოფითი მხარე არ აქვს, მას სისუსტე არ გააჩნია. ამიტომაც ვამბობ, რომ ახალი თაობისთვის საკმაოდ მაღალი თამასა დააწესა. ბევრი ფიქრობს, რომ ის მოქმედ მებრძოლებში საუკეთესოა. ჩემი აზრით, ამის თქმა ოდნავ ადრეა, როცა ჯონსი და მახაჩევი ჯერ კიდევ აქ არიან. თუმცა, ილია ამასთან ძალიან ახლოს არის, შესაძლოა ის საუკეთესო გახდეს. - განაცხადა ჯო როგანმა საკუთარ პოდკასტში საუბრისას

უკვე გაჩნდა კითხვები თუ ვინ იქნება შემდეგი მეტოქე ილიასთვის. თავად თოფურია თვლის, რომ ეს ვოლკანოვსკი უნდა იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ "მატადორმა" ქვემსუბუქი წონის ქამარი სწორედ მისი დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. ილიას გუნდი კი თვლის, რომ მისთვის შემდეგი ისლამ მახაჩევი უნდა იყოს.

სხვა სტატიები