Belive

გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე წყარო X-ზე იუწყება, რომ UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს ბრძოლა ჩაენიშნა და მისი მომავალი მეტოქე უგანდელი დევიდ ონამა იქნება.

ქართველი ნინძა (15-4) UFC-ის ოქტაგონზე უკანასკნელად 2024 წლის ივლისში, UFC 304-ზე, არნოლდ ალენის წინააღმდეგ იდგა. სანახაობრივი ბრძოლა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ალენის გამარჯვებით დასრულდა. ჭიკაძემ პირველივე რაუნდში მხარი ისე იტკინა, რომ თითქმის ცალი ხელით დარჩა ოქტაგონზე, თუმცა ბრძოლა ბოლომდე გააგრძელა და საკმაოდ კონკურენტულადაც.

ჭიკაძის ოპონენტის, 31 წლის ონამას რეკორდი 13:2-ზეა. უგანდელმა სპორტსმენმა ბოლო ბრძოლა მსუბუქ დივიზიონში ჩაატარა, თუმცა გიგასთან დასაპირისპირებლად მას ისევ ქვემსუბუქ დივიზიონში დაბრუნება და წონის კლება მოუწევს.

როგორც ცნობილია, ბრძოლა 6 აპრილს, ლას ვეგასში, UFC Fight Night-ზე უნდა შედგეს.

სხვა სტატიები