Belive

"თეთრი სახლი UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს" - დანა უაითი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC-ის ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში აუცილებლად გაიმართება.

შესანიშნავი დღე იყო, ახლა ვტოვებ ვაშინგტონს. თეთრ სახლში შეხვედრა გავმართეთ და ყველაფერი იდეალურად წარიმართა. ძალიან მაგარი იქნება, ტურნირს თეთრი სახლი უმასპინძლებს. საბოლოო შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ დეტალებს უახლოეს კვირებში გავასაჯაროებთ. - დანა უაითი - UFC-ის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ UFC-ს ღონისძიებას თეთრი სახლის ეზოში უმასპინძლებს. ეს ყველაფერი მომავალ წელს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის აღსანიშნავად იგეგმება. აშშ დამოუკიდებლობას 4 ივლისს აღნიშნავს.

სხვა სტატიები