Belive

გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლას ევროპაში გამართავს

8 თვის წინ სხვა
2 წთ

როგორც მოგეხსენებათ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე 17 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყო. მისი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი უნდა ყოფილიყო თუმცა, ტრავმის გამო "ნინძა" ჩხუბს ჩაეხსნა. მიუხედავად ამისა, ემეტი უსაქმოდ არ დარჩენილა და "ნინძა" ბრაის მიტჩელმა ჩაანაცვლა. ჯოშმა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით გათიშა. ემეტის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიტჩელმა კანკალიც კი დაიწყო.

სამწუხაროდ მას შემდეგ, ჭიკაძეს ემეტთან ბრძოლის შანსი არ მისცემია, თუმცა, Facebook პოსტის საშუალებით "ნინძამ" გვამცნო, რომ რვაკუთხედში ზაფხულში დაბრუნდება.

ამ პოსტამდე რამდენიმე დღით ადრე ჭიკაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდო მეტოქეების ქვეყნები ჩამოთვლა: მექსიკა, რუსეთი, ინგლისი და ა.შ.შ. თუ ქვემსუბუქ წონაში მიმდინარე სიტუაციას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით გიგა ამ მებრძოლებს გულისხმობდა:

1.როდრიგესი (მექსიკა)

2.ევლოევი (რუსეთი)

3.ალენი (ინგლისი)

4.ემეტი (ა.შ.შ)

ვინაიდან, გიგას მომავალი ჩხუბი ევროპაში გაიმართება სავარაუდო მეტოქე არნოლდ ალენი უნდა იყოს. ამ აზრს ისიც ამტკიცებს, რომ სხვადასხვა წყაროებმა ქართულ-ინგლისური დაპირისპრება უკვე დაადასტურეს.

ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზიდან დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები