Belive

გამყრელიძემ ტირანადან ვერცხლი წამოიღო - ხელიდან 3 ბრინჯაო გავუშვით

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, სარეიტინგო ტურნირის ბოლო დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 7-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხი მათგანი ფინალურ ბლოკშიც მოხვდა.

ოქროს მედლისთვის ლადო გამყრელიძემ (79 კგ) იჭიდავა, თუმცა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გაჯიმურად ალიკმაევთან დამარცხდა და შეჯიბრის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეეძლოთ მირიან მაისურაძეს (92 კგ), დათო ფირუზაშვილსა (97 კგ) და გივი მაჭარაშვილს (125 კგ) - სამწუხაროდ, მეტოქეებმა სამივე მათგანი დაამარცხეს და ბოლო საშეჯიბრო დღეს მხოლოდ ერთ მედალს დავჯერდით.

ტურნირის პირველ დღეს, ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) ბრინაჯოს მედლის მფლობელი გახდა. საერთო ჯამში, ტირანაში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.