"გამომეპარა, ვცდილობ ბრძოლის საკითხებისგან თავი შორს დავიჭირო" - დანა ილიას განცხადებაზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ილია თოფურიას მიერ ჯასტინ გეიჯის მისამართით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას მოკლე და მკვეთრი კომენტარით უპასუხა. თოფურიამ გეიჯი ბრძოლისას ხელთათმანებში აკრძალული საგნის ჩადებაში დაადანაშაულა, რაზეც უაითმა აღნიშნა, რომ მსგავს სიახლეებს თვალს საერთოდ არ ადევნებს.
„არ მინახავს, გამომრჩა. სოციალურ ქსელებს ისე ხშირად არ მოვიხმარ, როგორც სხვები. ვცდილობ ბრძოლებთან დაკავშირებული მსგავსი საკითხებისგან თავი შორს დავიჭირო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მათი უმრავლესობა სისულელეა - სოციალური ქსელი ხომ სისულელეებითაა სავსე. - განაცხადა დანა უაითმა
🚨Dana White on the “loaded gloves” saga ‼️🥶
— FightLuck (@FightluckBet) September 18, 2026
Nina Drama asked Dana White about Ilia Topuria accusing Justin Gaethje of loading his gloves.
🗣️ Dana White: “I missed that… I try to stay away from the fight stuff.
🗣️Dana White: “Social media is full of sh*t.” pic.twitter.com/xhzmDKUctv
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჯასტინ გეიჯი ღიად დაადანაშაულა. ყოფილმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად მოითხოვს გეიჯის ხელთათმანების საფუძვლიან შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ ამერიკელმა მებრძოლმა შიგნით რაიმე აკრძალული ან უცხო სხეული არ მოათავსა. გეიჯიმ თოფურიას ბრალდებებს უკვე უპასუხა და მას „სუსტი გამართლება“ უწოდა.