Belive

„100 000 დოლარი ქველმოქმედებას!“ - კოლბი მახაჩევს პადელის მატჩში იწვევს

57 წუთის წინ სხვა
1 წთ

კოლბი კოვინგტონმა ისლამ მახაჩევი მებრძოლებისთვის უჩვეულო საქმეში გამოიწვია. ამერიკელმა მებრძოლმა დაღესტნელი ჩემპიონი პადელის საქველმოქმედო მატჩში გამოიწვია, სადაც ფსონი 100 000 დოლარი იქნება.

ისლამს პადელის თამაში უყვარს, ბოლო დროს ბევრს თამაშობს. ასე რომ, მინდა დღეს ეს შეთავაზება ისლამთან Submission Radio-ში გავაკეთო: 100 000-დოლარიანი მატჩი პადელში - შენ ჩემ წინააღმდეგ ისლამ. აირჩიე პარტნიორი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან რომელი პროფესიონალიც გინდა. მეც ავირჩევ პროფესიონალს. 100 000 დოლარი გადაერიცხება ქველმოქმედებას, პირდაპირ აქ Submission Radio-ს ეთერში. - განაცხადა კოვინგტონმა

ისლამ მახაჩევი თავისუფალ დროს ხშირად აქვეყნებს კადრებს პადელის მოედნებიდან, რაც კოვინგტონის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მახაჩევი კოლბის შეთავაზებას.

სხვა სტატიები