Belive

"გამარჯვებისთვის ორივე მებრძოლს სპეციფიკური გზა აქვს" - კორი მერაბისა და შონის ბრძოლაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 99.99%-ით გადაწყვეტილია. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მებრძოლმა დაადასტურა. დანა უაითის თქმით, მათი დაპირისპირება ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება.

სუპერმსუბუქ წონაში საკმაოდ ბევრი მებრძოლია, რომელიც ადრე თუ გვიან ჩემპიონობაზე პრეტენზიას გამოთქვამს. ერთ-ერთია კორი სენდჰეგენი, რომელიც რეიტინგში მეორე პოზიციაზეა. კორი მერაბისა და შონის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

ორივესთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა იქნება. ზუსტად ვიცი, რომ მერაბისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სივრცის დახურვაა. ის მსოფლიოში ყველაზე ბიჭი ნამდვილად არ არის. მერაბი ხალხს ღლის და სივრცეს სწორედ ამის ხარჯზე ხურავს. ო'მალი ამ სიცარიელის აღმოფხვრაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ეს ბრძოლა ორივესთვის რთული გამოწვევა იქნება. როგორც წესი წინასწარ ვხვდებით თუ ვისი კარნახით წარიმართება ჩხუბი. მაგრამ, ამ შემთხვევაში ნამდვილი ბრძოლა გველის.

ჩემი აზრით, მერაბი მის გეგმას უნდა მიყვეს. გამარჯვებისთვის ორივე მებრძოლს სპეციფიკური გზა აქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ორივეს დიდი ჯოჯოხეთი ელის. - განაცხადა კორი სენდჰეგენმა

არ არის გამორიცხული, რომ მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები