Belive

"ჩემი მიზანია ჯონსს ბრძოლა ასპინალის წინააღმდეგ ჩავუნიშნო" - დანა უაითი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა. დანა უაითის თქმით, მას ასპინალისა და ჯონსის ბრძოლის ჩანიშვნა ძალიან სურს. ამ ჩხუბის სავარაუდო თარიღად უაითი ზაფხულს განიხილავს.

გეგმა არის, რომ ჯონსმა ზაფხულში იჩხუბოს. სად და როდის ამას გავარკვევთ. ჩემი მიზანია ჯონსს ბრძოლა ასპინალის წინააღმდეგ ჩავუნიშნო. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ ტომ ასპინალი მძიმე წონის დროებითი ჩემპიონია. გულშემატკივრებისა და ესქპერტების აზრით, ინგლისელი ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც ლეგენდარული ჯონსის დამარცხება შეუძლია. თავად ასპინალმა ჯონი არაერთხელ გამოიწვია.

ბოლო ბრძოლა ჯონსმა სტიპე მიოჩიჩის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მესამე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

სხვა სტატიები