"რემატჩი ილიასთან - რა შეიძლება ამაზე დიდი იყოს?!" - ალექს ვოლკანოვსკი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ალექს ვოლკანოვსკი არიელ ელვანის ესტუმრა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. ბუნებრივია, რომ ავსტრალიელთან ინტერვიუ ილია თოფურიაზე საუბრის გარეშე არ გამოვიდა. ალექსმა მასთან ჩხუბზე სურვილი გამოთქვა.
შესანიშნავი სცენარი იქნება თუ ქამრის დასაბრუნებლად რემატჩი შედგება. მაგრამ, ეს არ მოხდება. მას პატივს ვცემ და ვიცი მსუბუქ წონაში საკუთარ ოცნება მისდევს. შეიძლება, ერთ დღეს მსუბუქ წონაში შევხვდეთ და ორმაგი ჩემპიონიც გავხდე. წარმოიდგინეთ მე ჩემპიონი გავხდე ქვემსუბუქ წონაში, ის მსუბუქ წონაში და რემატჩი შედგეს. რა შეიძლება ამაზე დიდი იყოს?! - განაცხადა ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამრის დაბრუნება შეძლო. ავსტრალიელმა ეს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ მოახერხა.
ილიამ წონა შეიცვალა და ახლა მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობას უმიზნებს.