Belive

ფრანგული მედია რომან დოლიძის შესახებ წერს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC Vegas 85-ს რომან დოლიძისა და ნასურდინ იმავოვის ბრძოლა დახურავს. დოლიძის მოწინააღმდეგე წარმოშობით დაღესტნელია, თუმცა, 9 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და სწორედ ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. დოლიძისა და იმავოვის დაპირისპირებამ საფრანგეთში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მედიის წარმომადგენლები რომანის შესახებ სტატიებს აქტიურად აქვეყნებენ.

3 თებერვალს Top 10-ის წევრის რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება. ბრძოლა ვეგასში გაიმართება და საღამოს მთავარი სანახაობა იქნება.

UFC 286-ზე მარვინ ვეტორისთან მარცხამდე, დოლიძემ 4 მეტოქე დალეწა. აქედან სამმა Performance of the Night-ის ბონუსიც დაიმსახურა. 2022 წელს დოლიძე შეუჩერებელი იყო. მან 6 თვეში ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო, რომლებიც პირველი ან მეორე რაუნდის ნოკაუტით დასრულდა. ეს საოცარი სერია კაილ დაკასთან მუხლის ნოკაუტით დაიწყო, შემდეგ ფილ ჰოუსთან საოცარი კომბინაციები და ბოლოს ჰემრანსონთან სანახაობრივი საბმიშენი.

სტატისტიკურად დოლიძე ბრძოლებს ნოკაუტებით იგებს. მაშინ, როცა იმავოვი საოცარი დაცვით არის ცნობილი. როგორც ჩანს ბრძოლა მიწაზე გადავა.

ეს ბრძოლა ორივე სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის კანდიდატებად განიხილებიან. - წერს UFC-fr.com

შეგახსენებთ, რომ რომანისა და ნასურდინის ბრძოლა თბილისის დროით 4 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები