ტაისონ ფიური: "ჯოშუა, ლაჩარივით იქცევი!"
ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის შორის ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაუსრულებელი საგა ახალ ფაზაში შედის. რინგზე დაპირისპირებამდე, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა მორიგმა მწვავე განცხადებამ, სადაც "ბოშათა მეფე" ჯოშუას ორთაბრძოლისთვის თავს არიდებასა და გულშემატკივრების მოტყუებაში ღიად ადანაშაულებს
ჯოშუა, სად ხარ? შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა, ეს უკვე საკმაოდ დამღლელი ხდება.
ყოველჯერზე თანხმობა განვაცხადე, არანაირი დამატებითი პირობა. მგონია, რომ ლაჩარივით იქცევი. ეს ბრძოლა არ გინდა და უბრალოდ ყველას ატყუებ, წლებია ასე იქცევი.
ჩემთან ჩხუბის უამრავი შესაძლებლობა გქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში ეს არასდროს გნდომებია. - განაცხადა ტასიონ ფიურიმ
Tyson Fury went OFF on Anthony Joshua for not accepting the offer to fight him 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) September 2, 2026
"Joshua, where are you? Still no deal done, it's geting quite tiring.
I've said yes every single time, zero stipulations. I feel like you're being a coward. I feel like you don't want the fight… pic.twitter.com/PhzE71VJA0
ტაისონ ფიურის და ენტონი ჯოშუას ოფიციალურად არასდროს უჩხუბიათ.
მათი ერთადერთი შეხვედრა რინგზე 2010 წელს მოხდა ლონდონში, თუმცა ეს იყო მხოლოდ არაფორმალური სპარინგი ვარჯიშზე და არა ოფიციალური ორთაბრძოლა.