Belive

"ჯასტინ გეიჯი დარბაზში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა" - დრიუ დობერი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯი ვარჯიშს დაუბრუნდა. მიუხედავად კარიერის დასრულების საუბრებისა, გეიჯის გუნდელი დრიუ დობერი ამბობს, რომ ჯასტინი დარბაზში დაბრუნდა. ამერიკელმა ისიც თქვა, რომ ჩემპიონის მომავალი მეტოქე არმან ცარუკიანი იქნება.

მან მიაღწია იმას, რისი მიღწევაც მებრძოლს შეუძლია. შემდეგი არმან ცარუკიანია. სხვას ვის უნდა შეხვდეს? ჯასტინ გეიჯი დარბაზში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ასე რომ, ის ბრძოლა ფიქრობს. ფულს დავდებდი იმაზე, რომ შემდეგი მეტოქე არმან ცარუკიანი იქნება. ჯერ ჯასტინი ხელთათმანების ჩამოკიდებას არ აპირებს. - დრიუ დობერი

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ილია თოფურია სწორედ ჯატინ გეიჯისთან დამარცხდა. მსუბუქი წონის ქამრისთვის გამართული დაპირისპირება ილიამ, მძიმე დაზიანებების გამო, ბოლომდე ვერ მიიყვანა და ჩემპიონის ქამარი გეიჯის გადაულოცა.

სხვა სტატიები