Belive

ფერნანდო ალონსო: "2 თვის წინ ჰამილტონი ფერარიზე არ ოცნებობდა"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

2025 წლიდან მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი მისთვის ისტორიულ "საჯინიბოს" გამოიცვლის და ფერარიში გადავა. "მერსედესიდან" ლუის ჰამილტონის წასვლა დიდი მოულოდნელობა იყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე, პილოტებისთვისაც. 2-გზის ჩემპიონმა და "ასტონ მარტინის" ამჟამინდელმა პილოტმა, ფერნანდო ალონსომ ლუისის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

მე არ დავხარჯავ დიდ დროს ფიქრზე. ფაქტობრივად, იმ დღეს ვვარჯიშობდი და მთელი ეს სტრესი საკუთარ თავზე არ განმიცდი ახალი ამბავი ერთი დღის დაგვიანებით გავიგე.

გარედან ჩანდა, რომ მისი კავშირი მერსედესთან ძალიან ძლიერი იყო, ძალიან ლოიალური იყო კომპანიის მიმართ და ეს ყველაფერი ცოტა მოულოდნელი მგონია. მიზეზები ნამდვილად არ ვიცი.
- ფერნანდო ალონსო

ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონმა ისაუბრა ჰამილტონის პოსტზე, რომელშიც მან სკუდერიას ბოლიდის მართვას "ბავშვობის ოცნება" უწოდა, ალონსომ შეაფასა ლუისის ყოფილი და მომავალი ავტომობილების შესაძლებლობებიც:

ეს არ იყო მისი ბავშვობის ოცნება ორი თვის წინ, იმედი მაქვს, ისარგებლებს საკუთარი გამოცდილებით, წლები გავიდა მას შემდეგ, რაც მას ძალიან სწრაფი მანქანა ჰყავდა. შესაძლოა, ლუისმა ფერარის მისცეს ის, რაც მათ ტიტულის მოგებაში დაეხმარებათ, ვფიქრობ მისი ბოლიდი ძალიან სწრაფი იქნება - განაცხადა ფერნანდო ალონსომ

ჰამილტონს 7-ვე ჩემპიონობა მერსედესთან ერთად აქვს მოპოვებული. 2022 წელს მე-8 მსოფლიო ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა დრამატულ ბრძოლაში მაქს ფერსტაპენთან (რედბული) დამარცხდა. 2024 წლის ფორმულა 1-ის სეზონი მარტში, ბაჰრეინის გრან პრით აიღებს სტარტს, ჰამილტონი ამ წელს ისევ მერსედესის ღირსებას დაიცავს.

სხვა სტატიები