Belive

ლუის ჰამილტონი 2024 წელს პოდიუმზე პირველად ავიდა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარულმა პილოტმა, ლუის ჰამილტონმა, მიმდინარე წელს პირველად შეძლო პოდიუმზე ასვლა, მან ესპანეთის გრან პრიზე (ბარსელონაში) მე-3 ადგილი დაიკავა. გასული წლის მექსიკის გრან პრის შემდეგ, ბრიტანელი საუკეთესო სამეულში აღარ ყოფილა. ლუისის ბრწყინვალე კარიერაში ეს რიგით 198-ე პოდიუმი იყო.

გრან პრი ისევ მაქს ფერსტაპენმა მოიგო, ის 2.219 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ლანდო ნორისი და მისი "მაკლარენი". აღსანიშნავია, რომ ნორისმა სპრინტი პოულ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა ძალიან ცუდად და პირველივე მოსახვევში მესამე ადგილზე გადავარდა. ამის შემდეგ, მთელი რბოლის განმავლობაში, მაქსის კუდში მოუწია ყოფნა.

ნიდერლანდელმა ბოლო 4 რბოლიდან 3 მოიგო და ახლა საერთო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ნორისს 69 ქულით უსწრებს. თავად ნორისი ძალიან გაბრაზებული ჩანდა და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

ყველაფერი მარტივადაა, ცუდად დავსტარტე. ჩვენ ყველაზე სწრაფები ვიყავით და შანსი ხელიდან გავუშვი. ბოლიდი საოცარი იყო და მეტს იმსახურებდა. ამ შაბათ-კვირას უამრავი პოზიტიური რამ მოხდა, ერთმა უარყოფითმა მოვლენამ კი ყველაფერი გააფუჭა, შემდეგისთვის ეს აღარ უნდა დამემართოს - განაცხადა ლანდო ნორისმა

28-30 ივნისს პილოტები და გუნდები ავსტრიაში გადაინაცვლებენ, სადაც სეზონის რიგით მე-11 რაუნდი ჩატარდება.

სხვა სტატიები