Belive

ფერარიმ ახალი ბოლიდი გამოაჩინა | საინსი და ლეკლერი რედ ბულზე ნადირობას იწყებენ

2 თვის წინ სხვა
2 წთ

ახალი "ფერარი" დაიბადა და პილოტები შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი, "რედ ბულზე" ნადირობას, ბაჰრეინიდან დაიწყებენ.

Ferrari SF-24 გუნდმა ოფიციალურად წარადგინდა მთავარი და რთული მიზნისთვის: 2007 წლის შემდეგ ფერარი ჩემპიონი აღარ გამხდარა (ბოლო ჩემპიონი კიმი რაიკონენია), კონსტრუქტორთა დავაში გამარჯვება კი ბოლოს 2008 წელს მოიპოვეს, მაშინ, როცა ფელიპე მასა ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთანაც, თუმცა, ბოლო რბოლა წააგო. მაქს ფერსტაპენისა და რედ ბულის დამარცხება იოლი არ იქნება, თუმცა ეს სეზონი ფერარისთვის გარდამტეხი მომენტია, ამას თავად უსვამენ ხაზს და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებულ გუნდს 2025 წლიდან შეუერთდება.

მომავალ კვირას პირველი ოფიციალური ტესტების სერია გაიმართება იმ ტრასაზე, სადაც ოფიციალურად სეზონიც გაიხსნება და სხვა ბოლიდებთან შედარების შემდეგ, პირველი დასკვნების გამოტანის საშუალებაც იქნება. ენრიკო კარდილის ხელმძღვანელობით, დიზაინერების ჯგუფი მუშაობდა იმისთვის, რომ საინსს და ლეკლერს რაც შეიძლება მარტივად სამართავი მანქანა ჰყოლოდათ.

SF-24-ით გვინდოდა სრულიად ახალი პლატფორმის შექმნა. სინამდვილეში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანის ყველა არეალი დიზაინში შეცვლილია. ჩვენ ყველაფერი პილოტების მითითებებით შევცვალეთ. საინჟინრო კუთხით კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სტანდარტებში მაქსიმალურად მოვქცეულიყავით და ამავდროულად, ბოლიდი მარტივად სამართავი ყოფილიყო - ფერარის ინჟინერი და აეროდინამიკოსი, ენრიკო კარდილი

ფერარის მსოფლიო ჩემპიონობა ყველაზე მეტჯერ (15) აქვს მოპოვებული, იგივე სიტუაციაა კონსტრუქტორთა დავაშიც (16), თუმცა 2008 წლის შემდეგ ფერარი პირველ პოზიციაზე აღარ გასულა. ფერარის ყველაზე დიდი წარმატება შუმახერს უკავშირდება, გუნდს სწორედ მან მოუტანა ზედიზედ 5 ჩემპიონობა 2000-დან 2004 წლის ჩათვლით.

სხვა სტატიები