ფედორ ემილიანენკო: "დანა უაითს რეალურად არ სურდა ჩემი UFC-ში მიყვანა"
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა რუსმა მებრძოლმა, ფედორ ემილიანენკომ გაიხსენა წლები, როცა UFC-სთან მოლაპარაკებებს მართავდა. მისი განცხადებით, დანა უაითია იმის მიზეზი, რომ ყველაზე მზარდ პრომოუშენთან კონტრაქტი არ გააფორმა.
დანა უაითს შევხვდი. გულწრფელად რომ ვთქვა, მისი ქმედებების აზრი ვერ გავიაზრე. ის მთელი არსით აჩვენებდა, რომ ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა და იმეორებდა: „მინდა, მინდა!“. მაგრამ ჩემდამი ინტერესს მაშინ არ იჩენდა, როცა თავისუფალი აგენტი ვიყავი.
უაიტთან ეს შეხვედრა Strikeforce-ში (საბრძოლო ორგანიზაცია) ბრეტ როჯერსთან გამართული ბრძოლის შემდეგ შედგა (2009 წელი). ყოველთვის ერთი და იგივე მეორდებოდა: როცა თავისუფალი ვარ, არავის ვჭირდები, როგორც კი სხვა ორგანიზაციაში ვჩხუბობდი, მაშინვე შემოთავაზებები იწყებოდა. კონტრაქტის ქვეშ რომ ხარ, სხვა ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ვერ დადებ, ამას სასამართლო დავები მოჰყვება, ასეთ დროს კი ამერიკაში ბრძოლა გეკრძალება და ტაბუ გადევს.
ყველაფერი განვიხილეთ, უაითს ვკითხე კიდეც: „სასამართლო დავების შემთხვევაში, მზად ხართ, ყველა ხარჯი თქვენვე დაფაროთ?“. ცხადია, Strikeforce-ს არ დავტოვებდი, მაგრამ მას იურისტებთან ერთად მაინც შევხვდი. სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რისთვის. როგორც ჩანს, უბრალოდ "ჩემი გაჩერება" უნდოდათ - ხელი მოეწერათ, შემდეგ Strikeforce-ს სასამართლოში ეჩივლა და მეც ვერსად მეჩხუბა. სულ ეს იყო.
ბიზნესმენებიც სხვადასხვანაირები არიან. არიან კულტურული, პატიოსანი ადამიანები, რომლებთანაც კონტრაქტიც კი არ არის საჭირო - საკმარისია ხელის ჩამორთმევა და სიტყვის შენარჩუნება. დღეს კი დანა სისულელეებს ლაპარაკობს: ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, თითქოს ვჭირდებოდი და ნანობდა, ზოგადად კი გახარებულია კიდეც, რომ კონტრაქტი არ გამიფორმა.
ადამიანი ლაპარაკობს, აზრს იცვლის და უბრალოდ ბოდიში და საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ აგებს. მისი ბიზნესის წარმართვის მეთოდი ჩემთვის მიუღებელია. ლეგენდაა?.. თუ ვინმე თვლის, რომ ლეგენდაა, იყოს ლეგენდა. - განაცხადა ფედორ ემილიანენკომ
ემილიანენკოს აქტიური კარიერა 2000/2012 წლებში ჰქონდა, თუმცა რამდენიმე ჩხუბი ჩაატარა 2015/2023 წლებშიც. სხვადასხვა ორგანიზაციაში, ემილიანენკომ, 48 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 40 გამარჯვება მოიპოვა და 7-ჯერ დამარცხდა (ერთხელ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა).