Belive

ევროპული თამაშები | ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ლაშა გურულმა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა.

ფინალში ლაშა გურულმა ფრანგ სოფიან ოუმიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 4:1 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი შემატა.

შეგახსენებთ, მიუხედავად ფინალში მარცხისა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა.

სხვა სტატიები