Belive

"ბრძოლის წინა დღეს დიდი თანხა შემომთავაზეს" - ლაშა გურული

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სერბეთის დედაქალაქმა სერბეთმა კრივის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ორმა ქართველმა ფინალამდე მიაღწია. ესკერხან მადიევმა და ლაშა გურულმა ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა ლაშა გურულის ბრძოლა, რომელიც ფინალში რუს ტარხან იდიგოვს შეხვდა. დაპირისპირება ქართველის სასარგებლოდ მიდიოდა მაგრამ, მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ლაშას პირველი ორი რაუნდი წააგებინეს. პროტესტის ნიშნად, ქართველმა მესამე რაუნდში გამოსვლაზე უარი თქვა და დარბაზის ტაშიც დაიმსახურა. ამ ყველაფერს სოციალური ქსელის საშუალებით თავად გურულიც გამოეხმაურა.

ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.
ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა.
მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი.
საკადრისი პასუხი რომ მიიღეს,სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.
ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილოყო.
შორი დისტანციიდან რუსსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი რაც მე ჩავთვალე რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.
მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.
ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.
კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.
მადლობა ყველას. - წერს ლაშა საკუთარი Facebook გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულს ოლიმპიური ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაში კრივში ჩვენი წარმომადგენელიც გვეყოლება.

სხვა სტატიები